რეზონანსი
24.10.2019

 (რეზონანსი) 24 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევარში ჩორჩანა-წნელისის არეალში პატრულირების დროს დე ფაქტო ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტის წარმომადგენლებმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ცოტა ხნით დააკავეს, - ინფორმაცია ევროკავშირის მისიის წარმომადგენლობა ავრცელებს.

"მისია ჯერაც სწავლობს ინციდენტის დეტალებს, რომელიც თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა, ადმინისტრაციული საზღვრის ტრადიციული აღქმის თანახმად", - ნათქვამია განცხადებაში.

მისიის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ჩორჩანა-წნელისის მიდამოებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ, ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით, პატრულირება გააძლიერა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×