რეზონანსი
24.10.2019

 (რეზონანსი) საფრანგეთის ხელისუფლებამ არ მიიღო გადამჭრელი ზომები ქვეყნის 12 რეგიონში ჰაერში აზოტის დონის შესამცირებლად. მათ შორის ამ ნივთიერებით ჰაერის დაბინძურების ზღვარზე მაღალი დონე დაფიქსირდა პარიზში, მარსელში და სტრასბურგში. ნათქვამია დასკვნაში, რომელიც ევროპის სასამართლო პალატამ გაავრცელა.

საფრანგეთი მრავალი წლის განმავლობაში სისტემატიურად არღვევდა ევროკავშირის მოთხოვნას ჰაერის სისუფთავის შესახებ. ევროკავშირის სასამართლო პალატამ გადამჭრელი ზომები დღეს მიიღო.

გამოცემა Deutsche Welle ცნობით, სასამართლო პალატამ არ გაითვალისწინა საფრანგეთის ხელისუფლების უარყოფითი პოზიცია. ასევე განცხადება, რომ საფრანგეთი ევროკავშირის მოთხოვნას ტექნიკური პრობლემების გამო ვერ ასრულებს. სასამართლო პალატის დასკვნის შემდეგ საფრანგეთმა სწრაფად უნდა გადაწყვიტოს ეს პრობლემა 12 ქალაქში აზოტის დონე ჰაერში ზღვრულ ნორმამდე უნდა შემცირდეს. თუ საკითხი არ მოგვარდა ევროკომისია ისევ მიმართავს სასამართლოს და საფრანგეთს სოლიდური ჯარიმების გადახდა მოუწევს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×