რეზონანსი
24.10.2019

 (რეზონანსი) ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ევროკავშირის დამკვირვებლებს ე.წ. საზღვრის დარღვევაში ადანაშაულებს. როგორც სააგენტო "რესს" ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში ე.წ. სამხრეთოსური დელეგაციის ხელმძღვანელმა იგორ კოჩიევმა განუცხადა, КГБ-ს სასაზღვრო განაწესმა დღეს, დასახლებულ პუნქტ წნელისში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პატრული გააჩერა, რომელმაც ე.წ. საზღვარი "დაარღვია".

"დამკვირვებელთა მსგავსი ქმედება პროვოკაციულია წნელისთან დაკავშირებით სიტუაციის განსამუხტად დაგეგმილი მორიგი ტექნიკური შეხვედრის წინ", - განაცხადა იგორ კოჩიევმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×