(რეზონანსი)თბილისის სააპელაციო სასამართლომ განხილვის გარეშე, უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ტელეკომპანიას ყოფილი თანამშრომლებისთვის კომპენსაციის, სახელფასო დავალიანებისა და პირგასამტეხლოს გადახდა დააკისრა.
შეგახსენებთ, რომ არხის დამფუძნებელმა ნატო ჩხეიძემ იბერიას დახურვასთან დაკავშირებით თანამშრომლებს 2018 წლის 16 ოქტომბერს ჩატარებულ თათბირზე განუცხადა. მიზეზად კი ფინანსური კრიზისი დასახელდა. მოგვიანებით, ტელეკომპანია იბერიაში დასაქმებულებს გათავისუფლების ბრძანებები ჩაბარდათ.
მიუხედავად იმისა, რომ შრომის კოდექსი მსგავს შემთხვევაში დამსაქმებელს 2 თვის კომპენსაციის გადახდას ავალდებულებს- არხის მფლობელები ვალდებულების შესრულებაზე უარი განაცხადეს.
ცნობისთვის, ტელეკომპანია იბერიას დამფუძნებლები ნატო ჩხეიძე და ზაზა ოქუაშვილი მილიონობით ღირებულების ქონების მფლობელები არიან. უფრო მეტიც, ნატო ჩხეიძე, რომელიც ამავდროულად დეპუტატია, საკუთარი დეკლარირებული ქონებით სხვა მილიონერ კანონმდებლებს შორის პირველ ადგილზეა. მისი ქონება 50 მილიონზე მეტია. ასევე მილიონობით ქონების მფლობელია ომეგა ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც შედის ტელეკომპანია იბერია.
ტელეკომპანია იბერიას ყოფილი ჟურნალისტების ინტერესებს საია იცავს.