რეზონანსი
24.10.2019

67 წლის ქარ­თველ­მა ე.წ. კა­ნო­ნი­ერ­მა ქურდმა ზედ­მეტ­სა­ხე­ლით "ტარო", რო­მე­ლიც "ქუ­თა­ი­სუ­რი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი დაჯ­გუ­ფე­ბის" ლი­დე­რია, რუ­სე­თი 23 ოქ­ტომ­ბერს ეს­პა­ნე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის თან­ხლე­ბით, შე­რე­მე­ტე­ვოს აე­რო­პორ­ტი­დან და­ტო­ვა. წელს ის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რე­ჟი­მის N6 კო­ლო­ნი­ი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდა, რო­მე­ლიც "შავი დელ­ფი­ნის" სა­ხე­ლით არის ცნო­ბი­ლი. ონი­ან­მა იქ თით­ქმის 10 წელი გა­ა­ტა­რა, შემ­დეგ კი რუს­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ეს­პა­ნე­თის­თვის მისი გა­და­ცე­მა გა­და­წყვი­ტა.

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ტა­რო­ზე" ძებ­ნა ჯერ კი­დევ 2005 წლი­დან მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, რად­გან ის რუ­სეთ­სა და ეს­პა­ნეთ­ში უამ­რავ კრი­მი­ნა­ლურ ქმე­დე­ბა­შია მხი­ლე­ბუ­ლი, მათ შო­რის უკა­ნო­ნო ბიზ­ნე­სებ­სა და "ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბა­ში". ეს­პა­ნუ­რი მე­დია წერ­და, რომ ის ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ტე­რი­ტო­რი­ა­სა და ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში გა­მო­ძალ­ვი­სა და ნარ­კო­ტი­კე­ბით ვაჭ­რო­ბის შე­დე­გად მი­ღე­ბულ თან­ხებს სამ­შე­ნებ­ლო და სა­რეს­ტორ­ნო ბიზ­ნეს­ში აბან­დებ­და.

ზე­დამ­ხედ­ვე­ლე­ბის და­ხა­სი­ა­თე­ბით, ის თა­ნა­მო­საკ­ნე­ე­ბის მი­მართ სას­ტი­კი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და. "კო­ლო­ნი­ა­ში მუდ­მი­ვად ამ­ბო­ხის ატეხ­ვას ცდი­ლობ­და და არას­დროს მო­ნა­წი­ლე­ობ­და კულ­ტუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში. ასე­ვე უარს აცხა­დებ­და თვით­გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. ამას­თან ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას უხე­შად, არა­კო­რექ­ტუ­ლად და უპა­ტივ­ცე­მუ­ლოდ მი­მარ­თავ­და", - განუცხა "რია ნოვოსტის" კო­ლო­ნი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლმა.

თუმ­ცა, უარ­ყო­ფი­თი და­ხა­სი­ა­თე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ად­ვო­კა­ტებ­მა მის­თვის სას­ჯე­ლის შემ­ცი­რე­ბა შეძ­ლეს. 2019 წლის 9 აპ­რილს მან სა­პა­ტიმ­რო და­ტო­ვა. გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის დღეს­ვე ის ისევ და­ა­კა­ვეს და 40 დღით და­ა­პა­ტიმ­რეს. სა­სა­მარ­თლო­ზე გა­ირ­კვა, რომ ეს­პა­ნეთ­ში მის წი­ნა­აღ­მდეგ და­წყე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე, მისი ექ­სტრა­და­ცი­ის სა­კი­თხი უნდა დამ­დგა­რი­ყო, თუმ­ცა ამ თე­მის გარ­შე­მო სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი გრძელ­დე­ბო­და.

ერთ-ერთი ვერ­სი­ით, რუ­სე­თი მის ექ­სტრა­და­ცი­ას მხო­ლოდ იმი­ტომ ახორ­ცი­ე­ლებს, რომ ონი­ა­ნი ინ­ტერ­პო­ლით იძებ­ნე­ბო­და.

"ტა­რი­ელ ონი­ა­ნი ტყი­ბულ­ში და­ი­ბა­და. მა­მა­მი­სი მე­შახ­ტე იყო და შახ­ტის ჩა­მონ­გრე­ვის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა. ონი­ან­მა პირ­ვე­ლი სას­ჯე­ლი 17 წლის ასაკ­ში მო­ი­ხა­და. მას შემ­დეგ 8 კო­ლო­ნი­ა­ში მო­უ­წია პა­ტიმ­რო­ბამ. "მის მიერ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბულ დაჯ­გუ­ფე­ბა­ში 500 შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პირი და 50 ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დია გა­წევ­რი­ა­ნე­ბუ­ლი", - წერს რუ­სუ­ლი მე­დია.

ამბები

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×