რეზონანსი
24.10.2019

  ძიძების მხრიდან ბავშვების სასტიკი ცემის ფაქტები, როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს მრავალი ქვეყნის პრობლემაა.

უმძიმესი კადრები სხვადასხვა დროს ფარული კამერითაა გადაღებული და ყველა ვიდეოს შინაარსი მსგავსია: მოძალადე ძიძა და დაუცველი ბავშვი.

გახშირებული ძალადობის შემთხვევები ძიძების საქმიანობის მკაცრად გაკონტროლების მიზეზი გახდ და ამ მიზნით მთავრობა ნებაყოფლობით სერტფიცირებას იწყებს. ახალ კოდექსთან დაკავშირებით გადაცემა „იმედის დილა" დაინტერესდა და სიუჟეტი მოამზადა.

რამდენიმე ხნის წინ საქართველოში შემზარავი ვიდეო გავრცელდა. ძიძა ბავშვს სახეში ურტყამდა და ჭამას აიძულებდა. ძალადობის შედეგად პატარამ სხეულის დაზიანებები მიიღო. მშობლები სოციალურ ქსელში ძიძის მხრიდან უხეშად მოპყრობის ფაქტებზე ხშირად საუბრობენ, ისინი ამბობენ რომ მხოლოდ სახლში დამონტაჟებული კამერების საშუალებით იგებენ, რომ მათ შვილებს არასათანადოდ ეპყრობიან.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის თქმით, მათი მთავარი ამოსავალი წერტილი ბავშვების კარგად ყოფნაა. ამიტომ ბავშვთა უფლებების კოდექსში რეგულაციების ამოქმედების შესახებ შესაბამისი ჩანაწერი უკვე არსებობს.. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ სერტიფიცირება ძიძის პერსონალური მონაცემების შემოწმებას, ფსოქოლოგიური მდგომარეობის დადგენას, სამედიცინო და პედიატრიულ სწავლებას მოიცავს.

წყარო: imedinews.ge

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×