რეზონანსი
24.10.2019

  საქართველოს საპატრიარქო პატრიარქ ილია მე-2 ის სამძიმრილს წერილს ავრცელებს. პატრიარქი მწუხარებას გამოთქვამს სქიარქიმანტრიტ სისოს გარდაცვალების გამო და წერილში ის მის ღვაწლზე საუბრობს.

„წმინდანად შერაცხილ მამა სევერიანეს ძმას, სქიარქიმანდრიტ სისოს უდიდესი წვლილი მიუძღვის აჭარაში ქრისტიანობის აღორძინებაში და მამა-პაპის ჭეშმარიტ რჯულზე მოსახლეობის დაბრუნებაში. ჯერ კიდევ ათეისტურ პერიოდში მის ცხოვრებაში მოხდა უდიდესი გარდატეხა და იგი, ძმასთან ერთად, იქცა მართლმადიდებლობის მეციხოვნედ ამ მხარეში. მამა სისოს სახელს ასევე უკავშირდება ხულოს სასულიერო სასწავლებლის ხელმძღვანელობა და არაერთი ტაძრის აგება.

მჯერა, მისი უკვდავი სული სავანესა მართალთასა დაიმკვიდრებს და მისი ლოცვა შეეწევა საქართველოს" - წერია სამძიმრის წერილში

წყარო: პრაიმტაიმი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×