რეზონანსი
24.10.2019

  დვოკატის ინფორმაციით, თამთა თოდაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური და ფიზიკური ძალადობის საქმის მასალების გაცნობასა და გადაცემაზე პროკურატურამ სახალხო დამცველს უარი უთხრა.

თამარ ლუკავა ამბობს, რომ უარის მოტივი პროკურატურას არ განუმარტავს.

"არ არის განმარტებული მოტივი, რატომ ეთქვა უარი სახალხო დამცველს საქმის მასალების გაცნობაზე. სწორედ ამიტომ გაგვიჩნდა ეჭვი, რომ, სავარაუდოდ, რაღაც დასამალი აქვს პროკურატურას, რადგან ჩვეულებრივ გახმაურებულ საქმეებზე და არა მარტო გამხმაურებულ საქმეებზე, ისეთებზეც, რომელსაც გრიფი ადევს, სახალხო დამცველს ჰქონდა წვდომა. ჩვენს საქმეზე თავიდანვე მაქსიმალური საჯაროობა იყო და დაზარალებული ითხოვდა, საქმის ყველა დეტალი გასაჯაროვებულიყო",- აღნიშნა თამარ ლუკავამ.

ნინო ლომჯარიამ გენერალურ პროკურატურას მოუწოდა, საგამონაკლისო წესით დაეშვათ სახალხო დამცველის აპარატისთვის სავარაუდო სექსუალური და ფიზიკური ძალადობის საქმის მასალებზე წვდომა.

"ქართული ოცნების" წევრს ილია ჯიშკარიანს, თანამშრომელი წევრი სექსუალურ შევიწროებასა და ძალადობაში ადანაშაულებს. ჯიშკარიანს ბრალი 8 ოქტომბერს წარუდგინეს. გამოძიება მას სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ედავება

თამთა თოდაძე კი დაზარალებულადაა ცნობილი.

წყარო: ნიუპოსტი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×