რეზონანსი
24.10.2019

 ზუგდიდში, ნაწულუკუს უბანში ავარიის დროს დაშავებული ერთ-ერთი ახალგაზრდა მამაკაცი ნიკოლოზ ივარდავა კატასტროფის ბრიგადამ გვაინა ღამით თბილისში გადაიყვანა. ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის სულხან ორჟონიას ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი თბილისში ოჯახის მოთხოვნით გადაიყვანეს, რაც შეეხება 2 ახალგაზრდა ქალს, მათი მდგომარეობა კრიტიკულია.

„ისინი რჩებიან რეანიმაციულ განყოფილებაში, ორივე მათგანს ჩაუტარდა ტრეპანაცია. ორივეს მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა“, - განაცხადა ორჟონიამ.

ავტოსაგზაო შემთხვევას, რომელიც გუშინ ნაწულუკუს გზაზე მოხდა, ერთი მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა და სამი ახალგაზრდა მძიმედ დაშავდა.

პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×