რეზონანსი
24.10.2019

ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა წყალდიდობის დროს ევროპაში. უხვი ნალექის გამო საფრანგეთის სამხრეთ და ესპანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილებში ასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.

საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში ძლიერი წვიმისა და შტორმის შედეგად რამდენიმე ქალაქი დაიტბორა. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ნიაღვრის გამო რეგიონში შეფერხებულია სატრანსპორტო მოძრაობა, დატბორილია მანქანები და საცხოვრებელი სახლები. გაუქმდა რამდენიმე სარკინიგზო რეისი. მაშველები დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ. მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ძლიერი ქარი და წვიმა 24 ოქტომბერსაც გაგრძელდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×