რეზონანსი
24.10.2019

 ქუთაისიდან თბილისში ჩასული მძღოლი 200 ლარით დააჯარიმეს. ამის შესახებ „გირჩის“ ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელი თემურ ცამცისვილი სოციალურ ქსელში წერს.

დაჯარიმების მიზეზი ტაქსის ლიცენზიის უქონლობა გახდა. აღნიშნული ლიცენზია კი თბილისზე ვრცელდება.

„თბილისში წაიყვანა კლიენტი 150 ლარად, 50 - ს დაამატებს და შეიტანს ბიუჯეტში. კახის რეფორმები“, - წერს თემურ ცამციშვილი.

მისი თქმით, ტაქსის მძღოლს არ ჰქონდა ამ რეგულაციის შესახებ ინფორმაცია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×