რეზონანსი
23.10.2019

 ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თურქეთს სანქციები მოუხსნა. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. „სანქციები მოიხსნება, თუ რამე ისეთი არ მოხდება, რაც არ გაგვახარებს“, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.

დონალ ტრამპმა აღნიშნა, რომ სირიაში სამხედრო ოპერაციის შეჩერებაში უდიდესი როლი ამერიკა-თურქეთის მოლაპარაკებამ იქონია და არა სხვა რომელიმე ქვეყანამ.

ტრამპმა მადლობა გადაუხადა ვიცე-პრეზიდენტს, სახელმწიფო მდივანსა და უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველს.

აშშ-მ თურქეთს სანქციები 9 ოქტომბერს სირიის ჩრდილოეთ რეგიონებში დაწყებული სამხედრო ოპერაციის გამო დაუწესა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×