თამთა ჩაჩანიძე
23.10.2019

 ვლადიმირ პუტინი თავის გავლენის სფეროებში ცდილობს ამჯერად უკვე აფრიკაც მოაქციოს, მან საკურორტო ქალაქ სოჭში რუსეთ-აფრიკის სამიტზე განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა აფრიკის კონტინენტზე თავისი ყოფნა გაზარდოს და აფრიკასთან თანამშრომლობაში სხვა ქვყნებს კონკურენცია გაუწიოს.

რუსეთის სამხედრო ექსპორტის კომპანია Rosoboronexport-ის ხელმძღვანელმა ალექსანდრ მიხეევმა „რია ნოვოსტს" განუცხადა, რომ 2019 წელს რუსეთი აფრიკისთვის 4 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღს მიწოდებას გეგმავს.

„ამ წელს ჩვენ დაგეგმილი გვაქვს, რომ აფრიკის ქვეყნებში 4 მლრდ აშშ დოლარის ფარგლებში იარაღის გადაზიდვა განვახორციელოთ,"- აღნიშნა მიხეევმა.

მისივე განცხადებით, გადაზიდვები მოზამბიკში, რუანდაში, ანგოლაში, უგანდაში და აფრიკის კიდევ 16 ქვეყანაში განხორციელდება. კერძოდ, საუბარია საჰაერო ძალებისა და საჰაერო თავდაცვის ტექნიკაზე, მსუბუქ იარაღზე, საზენიტო-სარაკეტო სისტემებსა და ჯავშანმანქანებზე.

21 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ რუსეთი ეთიოპიას 163,3 მლნ დოლარის ოდენობით „ვალს განვითარების სანაცვლოდ" პროგრამის ფარგლებში ჩამოაწერს.

პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ამავე დროს გაიხსენა ის ფაქტიც, რომ მოსკოვმა საბჭოთა პერიოდის დროს აფრიკის ქვეყნებში დაგროვილი დავალიანება ჩამოაწერა - დაახლოებით 20 მილიარდი დოლარი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×