რეზონანსი
23.10.2019

  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაწულუკუში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა.

ერთმანეთს ურთიერთსაპირისპიროდ მიმავალი "ოპელისა" და "ფოლკსვაგენის" მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. შეჯახების შედეგად "ოპელის" ტიპის ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.მათ ამ წუთებში სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ.

შსს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×