ესექსში (ინგლისი), სატვირთო ავტომობილის კონტეინერში 39 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ, ბრიტანული მედიით გავრცელდა.
პოლიციამ სასწრაფო დახმარების ჯგუფისგან მიიღო შეტყობინება. მათ ცხედრებით სავსე კონტეინერი ვოთერგლეიდის პარკში იპოვეს.
სატვირთოს მძღოლი 25 წლის მამაკაცია ჩრდილოეთ ირლანდიიდან, რომელიც პოლიციამ დააკავა. იგი მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.
ესექსის პოლიციის განცხადებით, წინასწარი ინფორმაციით, 38 ზრდასრული ადამიანისა და 1 მოზარდის ცხედარია ნაპოვნი. სამართალდამცველების თქმით, სატვირთო მანქანა ბულგარეთიდან მოდიოდა და საზღვარი შაბათს გადმოკვეთა.
პოლიცია მსხვერპლთა ვინაობის დადგენას ცდილობს, თუმცა აცხადებენ, რომ ეს სავარაუდოდ ხანგრძლივი პროცესი იქნება.
წყარო: პრაიმტაიმი