რეზონანსი
22.10.2019

 (რეზონანსი) შენი არასწორი დედა უნდა მო...ნა მე... სადაც დაგინახავ იქ უნდა დაგაგდო ღორივით. შენს გამზრდელს უნდა შე...ე. სახლიც ვიცი და შენ უნდა დაგადუღო, შე მ...ტო კაცო. შენი ოჯახი უნდა მ...ნა. როგორ დამარტყი ...", - ტელეკომპანია "მთავარის" ინფორმაციით აღნიშნული მუქარის შემცველი ესემეს შეტყობინება, ბიზნესმენმა ლევან ღონღაძემ ზურაბ დადეშელს 21 სექტემბერს მისწერა.

ტელეკომპანიის ინფორმაციით გზავნილი ადრესატმა, სადაც მეგობარი მოკვლით ემუქრება, ფიზიკურ ანგარიშსწორებამდე რამდენიმე დღით ადრე მიიღო.

პოლიციელების მიერ გატაცებული და კრიმინალების მიერ მოკლულ ლევან ღონღაძესა და ზურაბ დადეშელს შორის დაპირისპირება მკვლელობამდე ორი კვირით ადრე მას შემდეგ დაიძაბა, რაც ბიზნესმენმა მეგობარი ხაშურში ბეისბოლის ჯოხით სცემა.

ღონღაძე ამ დრომდე არ დაუკითხავთ სამართალდამცველებს. სატელეფონო კემენტარში კი ამბობს, რომ არაფერი იცის. თავად ბიზნესმენი კატეგორიულად უარყოფს მუქარის შემცველ ესემეს გზავნილის გაგზავნას მოკლულ მეგობართან.

"ვერაფერს გიპასუხებთ. დაელოდეთ გამოძიების დასრულებას. " - განაცხადა ლევან ღონღაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×