რეზონანსი
22.10.2019

 (რეზონანსი) გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისში 10 თვის ჩვილის დაღუპვის ნიზეზს ექსპერტიზა ადგენს.

კრწანისის სასწავლო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მიტოვებულ შენობაში მრავალშვილიანი ოჯახი ცხოვრობდა, ბავშვი შეუძლოდ გახდა და მალევე გარდაიცვალა. მისი დაღუპვის სავარაუდო მიზეზად მენინგიტი სახელდება.

"თავისი დაავადება სჭირდა და მოკვდა. ნანგრევებში რომ ვცხოვრობთ მაშინ რატომ არ მოდიხართ? რა შეჭამეთ მართლა ტვინი. ბავშვი მოკვდა და გადასაღებად მოხვედით? წადით" - პასუხობს დაღუპულის ახლობელი ჟურნალისტებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×