რეზონანსი
22.10.2019

 დაავადებები, რომლებიც ადრე ძირითადად ხანდაზმულ ადამიანებს ემართებოდათ, ბევრად გაახალგაზრდავდა და ბოლო წლებში ახალგაზრდების გარდაცვალების მიზეზიც ხდება. ამჯერად 19 წლის მშვენიერი გოგონა, ლიკა კიკნაველიძე გარდაიცვალა მოულოდნელად. გავრცელებული ვერსიით, გარდაცვალების მიზეზი ინსულტია.

გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე მისმა მეგობრებმა გაავრცელეს პოსტი:

"გოგონა, რომელიც ცხოვრებას შეგაყვარებს, გაგიფერადებს და სხვაგვარი თვალით დაგანახებს. პოზიტივი სილაღე და ყველაფერი კარგი ერთად, აი ასეთ ლიკუნას ჭირდება ჩვენი დახმარება. 13 ოქტომბერს ჩაუტარდა ოპერაცია და ახლა კომაშია, იბრძვის სიცოცხლისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად გაიმარჯვებს ამ ბრძოლაში, რადგან ისევ გაგვიფერადოს ცხოვრება ჩვენმა ციცინათელა გოგომ, ისევ გაიღიმოს და გაგვაბედნიეროს. მეგობრებო, ძალიან გთხოვთ დავეხმაროთ მას, ამ სირთულის დაძლევაში. ეკლესიაში, ან თუნდაც სახლში თითო სანთელი დავანთოთ და ერთად ვილოცოთ ლიკა კიკნაველიძის გადასარჩენად..."

სამწუხაროდ, გოგონა კომიდან ვერ გამოვიდა და გარდაიცვალა.

"მზე ჩავიდა... წავიდა იქ, სადაც უფრო მეტი სიკეთეა, სინათლე და სიმშვიდე.... გამძლეობა მისცეს ღმერთმა შენს უბედურ მშობლებს ლიკა..." - წერს ოჯახის ერთ-ერთი ახლობელი.

itar.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×