რეზონანსი
21.10.2019

 (რეზონანსი) თბილისში მოზარდს მატარებელი დაეჯახა. შემთხვევა მეტროსადგურ გოცირიძის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, სადაც რკინიგზის ლიანდაგი გადის.

მოზარდი იაშვილის საავადმყოფოშია გადაყვანილი და როგორც კლინიკაში აცხადებენ, პაციენტი, რომელიც დაახლოებით 12 წლისაა, მძიმე მდგომარეობაშია. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რომელიც სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×