რეზონანსი
21.10.2019

 რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი, იურისტი პაატა სალია დავით დვალის და ჯარჯი აქიმიძის მოთხოვნის საფუძველზე ტელეკომპანიის 60%-იანი წილის დაყადაღებას ეხმაურება. იგი ამბობს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ეს ღონისძიება ტელეკომპანიის გამართულ მუშაობას ხელს ვერ შეუშლის. 

„ეს ინფორმაცია ჩვენც დღეს შევიტყვეთ. არც სასამართლოსგან და არც მოსარჩელეებისგან არანაირი დოკუმენტაცია არ მიგვიღია. გამოყენებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ყადაღის სახით. სასამართლო უმრავლეს შემთხვევაში ასეთ გადაწყვეტილებას იღებს მხარის მიმართვის საფუძველზე. ამ შემთხვევაშიც, რაღაც არაორდინალური არაფერი მომხდარა. რაც შეეხება ჩვენს მოქმედებებს, როგორც კი გავეცნობით სასამართლოს განჩინებას და ასევე სარჩელს, პოზიციას საჯაროდ გავახმოვანებთ. 

ტელეკომპანია აგრძელებს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას, უახლოეს მომავალში ბევრ საინტერესო სიახლეს ვპირდებით მაყურებელს. თუ რაიმე ეტაპზე, ჩავთვლით, რომ ზიანი ადგება ტელეკომპანიას და ქიბარ ხალვაშის ინტერესებს, ვიმოქმედებთ შესაბამისად, საპროცესო ნორმების გათვალისწინებით. 

ჯერ ვიცნობთ დოკუმენტს და შესაბამისად, ვერ გეტყვით, მოხდება თუ არა ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება“, - განუცხადა „პრაიმტაიმს“ პაატა სალიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×