რეზონანსი
21.10.2019

ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში ხუთი ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ, რაც მძვინვარე პროტესტის ფონზე დემონსტრანტებმა ტანსაცმლის ქარხანას ცეცხლის წაუკიდეს. სამხედროებმა და პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს, დიდ ქალაქებში არეულობის განსამუხტად სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ დაწესებულია კომენდანტის საათი.

ჩილეში არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც მთავრობამ მეტროს გადასახადი გააძვირა 800-იდან 830 პესომდე.

"ბიბისის" ცნობით, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად , მომიტინგეებმა ცეცხლი წაუკიდეს რამდენიმე ავტობუსს, დაარბიეს მეტროსადგურები და სასტიკად სცემეს პოლიციელებს.

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, სულ მცირე 70 ინციდენტი იყო სერიოზული ძალადობის, ასევე 40-მდე ფაქტი დაფიქსირდა სუპერმარკეტებისა და კერძო ობიექტების გაძარცვის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×