(რეზონანსი) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკიფუში 27 წლის კაცი საკუთარი სახლის ეზოში ჩამომხრჩვალი იპოვეს.
როგორც სოფლის რწმუნებულმა ვახტანგ მოლაშხიამ განაცხადა, გარდაცვლილს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. მისივე ინფორმაციით, გარდაცვლილი სახლის უკანა ეზოში მამიდამ იპოვა.
"რამდენიმე წლის წინ, მშობლები ამბობენ, რომ შეაშინეს და ამის შემდეგ ფსიქიკური პრობლემები დაეწყო, ფსიქიატრიულ დაწესებულებაშიც მკურნალობდა. ადრე თავის მოკვლის მცდელობა არ ჰქონია, თუმცა, რამდენიმე თვის წინ, ძმისთვის უთქვამს, რომ ამის სურვილი ჰქონდა. ამის შემდეგ განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევნდნენ,"- აღნიშნა სოფლის წრმუნებულმა „კურიერთან".
ფაქტზე გამოძიება სს სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.