რეზონანსი
19.10.2019

 ახალგაზრდა მამაკაცს, რომლის სახლშიც აფეთქება მოხდა, ძლიერი დამწვრობა აქვს მიღებული. მამაკაცს სასუნთქი გზები აქვს დაზიანებული და სხეულის 65 პროცენტის დამწვრობა აქვს მიღებული. კაცი მარტო ცხოვრობდა. ამასთან, დაშავებულია კიდევ სამი ადამიანი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანია.

"ყველაფერი დანგრეულია, ძალიან ცუდი ამბავი მოხდა. ყველაფერი დამსხვრეულია. მესამე სართულზე, სადაც აფეთქება მოხდა ახალგაზრდა ბიჭი ცხოვრობდა, ძალიან კარგი ბიჭია, უცოლო, დედისერთა ბიჭი. ყველა მაგაზე ვგიჟდებით, სხეულის 2/3-ზე დამწვრობა მიღებული. არ ვიცით როგორ არის. ყველა მაგაზე ვნერვულობთ" - აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული.

"მიღებული აქვს 60% დამწვრობა, შემოიყვანეს დილის 9 საათზე, დამწვრობა მიღებული აქვს ცეცხლის ალით, პაციენტის მდგომარეობა უმძიმესია, მამაკაცი არის 38 წლის. ჭრილობა უბნობრივად არის გაფანტული სხვადასხვა ადგილას, სასუნთქი გზების დამწვრობა აქვს მიღებული" - განუცხადა ჟურნალისტებს ექიმმა გიორგი დავლიანიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×