რეზონანსი
18.10.2019

  გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 19-22 ოქტომბერს საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობსა და მთაში +20, +25 გრადუსია მოსალოდნელი.

21-22 ოქტომბერს აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ტემპერატურა 17, +22 გრადუსამდე დაიკლებს, ზოგან შესაძლებელია ნისლი.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 18 ოქტომბერს დღე უნალექოდ ჩაივლის, ხოლო 19 ოქტომბერს დღის ბოლოს და 20-22 ოქტომბერს მოსალოდნელია მცირე წვიმა.

ჰაერის ტემპერატურა 18-19 ოქტომბერს +25, +27 გრადუსის ფარგლებში იქნება, ხოლო 20-22 ოქტომბერს +19, +22 გრადუსამდე დაიკლებს.

წყარო: პრაიმტაიმი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×