რეზონანსი
18.10.2019

 (რეზონანსი) „ჯორჯიან მანგანეზი" ჭიათურაში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ მომხდარის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

"ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში "ჯორჯიან მანგანეზის" თანამშრომელი, 29 წლის გ.ბ დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტი სანგრევი სამუშაოების დროს მოხდა. ამ დროისთვის "ჯორჯიან მანგანეზის" თანამშრომლის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ცნობილი არ არის. ფაქტზე გამოძიებას შსს აწარმოებს. „ჯორჯიან მანგანეზი" მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს უსამძიმრებს."

გიგა ბოჭორიშვილი მაღაროში 2 წლის განმავლობაში მუშაობდა. როგორც ირკვევა, გარდაცვკლულილი ტყვარჩელიდან იყო და ჭიათურაში ლტოლვილის დასახლებაში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა.

გარდაცვლილ მაღაროელს მეუღლე და რვა თვის ბავშვი დარჩა.

უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა. ამ დროისთვის მაღაროში მუშაობა შეჩერებულია. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×