რეზონანსი
18.10.2019

 გენერალურმა პროკურორმა, შალვა თადუმაძემ პროკურორთა კონფერენციაზე საკუთარი სიტყვა „დიდოსტატის მარჯვენაზე“ საუბრით დაასრულა. მისი თქმით, მსგავსი სათაურით ნაწარმოები არ არსებობს.

„ჩემი გამოცდილებიდან გეტყვით. შეიძლება ვინმე ფსევდო ინტელექტუალმა გკითხოთ, მაგრამ „დიდოსტატის მარჯვენა“, ესეთი ნაწარმოები არ არსებობს. კონსტანტინე გამსახურდიამ დაწერა „დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა“ ამიტომ მე გისურვებთ წარმატებებს და დღეს შეგიძლიათ მაქსიმალური ჩართულობა გამოავლინოთ“, - განაცხადა შალვა თადუმაძემ.

შალვა თადუმაძის პარლამენტში ცნობილი გამოსვლის შემდეგ, რომან გოცირიძის კითხვას, „დიდოსტატის მარჯვენის“ ავტორის შესახებ, საზოგადოებაში დიდი ინტერესი მოჰყვა. 

შეგახსენებთ, რომან გოცირიძემ შალვა თადუმაძეს ჰკითხა, თუ ვინ იყო „დიდოსტატის მარჯვენის“ ავტორი, რაზეც მთავარმა პროკურორმა უპასუხა, რომ არ იცოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×