რეზონანსი
18.10.2019

 ჭიათურაში დარკვეთის მაღაროში გარდაცვლილი მუშა 29 წლის გაგა ბოჭორიშვილია. ახალგაზრდა სატვირთო ავტომობილსა და კედელს შორის მოჰყვა. პროფკავშირები ადგილზე უსაფრთხოების ზომების დარღვის ვარაუდს გამოთქვამს.

"ჯორჯიან მანგანეზის" ინფორმაციით, ამ დროისთვის მათი თანამშრომლის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ცნობილი არ არის.

"ჯორჯიან მანგანეზი მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს უსამძიმრებს", – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გიგა ბოჭორიშვილი მაღაროში 2 წლის განმავლობაში მუშაობდა. როგორც ირკვევა, გარდაცვკლულილი ტყვარჩელიდან იყო და ჭიათურაში ლტოლვილის დასახლებაში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა.

გარდაცვლილ მაღაროელს მეუღლე და რვა თვის ბავშვი დარჩა.

ამ დროისთვის მაღაროში მუშაობა შეჩერებულია. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×