რეზონანსი
17.10.2019

 (რეზონანსი) საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ მისი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეხვედრის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ინფორმირებული არ იყო.

როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, ერთადერთი ადამიანი, ვინ ამის შესახებ იცოდა, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია იყო.

„მე არ მქონია მასთან ურთიერთობა. ბოლოს მაისში თუ ივნისში ვნახე, მას შემდეგ არანაირი ურთიერთობა არ მქონია ბატონ ბიძინასთან, მითუმეტეს ამ თემაზე. უფრო მეტიც, ის ჩვენი შეხვედრის შესახებ დეტალებს ჩვენი დღევანდელი გამოსვლიდან შეიტყობს. ერთადერთი, ვისთანაც მქონდა ამ საკითხზე კომუნიკაცია, იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი", - განაცხადა ზალკალიანმა პარლამენტში, „მინისტრის საათის" ფორმატი საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×