ხაშურში, ყოფილის ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის მამა, შოუში - "სხვა ნანუკა" მომხდარი, ტრაგედიის შესახებ საუბრობს. ის ირაკლი დეკანოიძის მიერ ჩადენილ საქმეს გმობს, თუმცა მის შვილის დახასიათებსას ამბობს, რომ ის შვილებზე მზრუნველი და მეოჯახე მამა იყო.
"თუ ჩემი შვილი ცუდი მამა იყო რატომ დაუტოვა ბავშები მას, რატომ დაუტოვა მაშინ შვილები მას? ჩემი ბავშვებს თან ყვებოდა, თვითონ ბანდა, ამეცადინებდა, უვლიდა. ირაკლი იყო მშრომელი ადამიანი, მან დაიტოვა შვილები. ის მიიყვანეს ამ ზომამდე, მე არ ვამართლებ მას, რაც ჩაიდინა ცუდია, მაგრამ ის ნერვიულობდა შვილებზე, არ მინდა ყველაფრის თქმა, ერთხელ შვილმა უთხრა, მოვიდა ის კაცი და მითხრა ადექი საწოლიდან ახლა მე უნდა დავწვეო. ჩემ შვის ეშინოდა და ბავშების დაცვა უნდოდა. იმასაც კი ვფიქრობ საქმის ჩადენის დროს იყო თუ არა ჯანმრთელად", - აღნიშნა ხაშურში მოკლული ქალის მკვლელობაში ბრალდებულის მამამ.