რეზონანსი
16.10.2019

  თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ იგი არ აპირებს ამერიკის შეერთებული შტატების მოწოდების შესრულებას ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე,- ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ისინი ახდენენ ზეწოლას ჩვენზე, რათა შევაჩეროთ სამხედრო ოპერაცია, აცხადებენ, რომ აპირებენ სანქციების დაწესებას. ჩვენი მიზანი ნათელია-ვერანაირი სანქციები ვერ შეგვაშინებს. პირველ რიგში, სირიელი დევნილების ეტაპობრივ დაბრუნებას ვუზრუნველვყოფთ საკუთარ სახლებში. ჩვენ ტერორისტებთან მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ, პირიქით ჩვენი მიზანი მათ განადგურება და მშვიდობის დამყარებაა". ,- განაცხადა ერდოღანმა მედიასთვის მიცემულ ინტერვიუში.

აღნიშნული რთული ვითარების ფონზე თურქეთს 17 ოქტომბერს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი ეწვევიან

წყარო: ნიუპოსტი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×