რეზონანსი
15.10.2019

 (რეზონანსი) 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა გორის რაიონულმა სასამართლომ მამაკაცს, რომელიც 5 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილ ქმედებაშია ბრალდებული. შემთხვევა კასპის რაიონში, სოფელ კავთისხევში მიმდინარე წლის ივლისის თვეში მოხდა. რადიო "მოზაიკის" ინფორმაციით, მსჯავდებული 5 წლის ბავშვზე 5 თვის განმავლობაში ძალადობდა. აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისას, მოსამართლემ ბრალდებული კაცის ინსულტი შემამსუბუქებელ გარემოებად მიიღო.

მომხდარზე ღიად არ საუბრობენ სოფელში. პირად საუბრებში ადგილობრივები კი აღმიშნავენ, რომ 75 წლის მამაკაცი მსხვერპლის ოჯახის მოპირდაპირედ ცხოვრობდა და მან ბავშვი სახლში შეიტყუა. მსჯავრდებულის ადვოკატის განცხადებით, სექსუალური ხასიათის ძალადობა ერთხელ მოხდა და ბრალდებული ფაქტს, მცირეწლოვანი გოგონას სითამამეს აბრალებს.

წყარო: ფორმულანიუსი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×