რეზონანსი
15.10.2019

 (რეზონანსი) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ, ირაკლი კობახიძე გააკრიტიკა და მას "ოქტომბრელი" უწოდა და მას შესაბამისი სიმბოლოც უყიდა საჩუქრად, რომელსაც როგორც თავად ამბობს, კობახიძესა და მის გუნდს 2020-ის ოქტომბერში ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ გადსცემს.

ანა დოლიძე, რომელიც პოლიტიკური მოღვაწეობის დაწყებას გეგმავს, ირაკლი კობახიძეს ამ ჟესტით ტვპირველის ეთერში უპასუხა.

შეგახსენებთ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ თქვა, რომ მისი აზრით, თუ დოლიძე პარტიას შექმნის, ის საპარლამენტო არჩევნებში ბუნებრივ ბარიერსაც ვერ გადალახავს.

ანა დოლიძემ ასევე განაცხად, რომ მის მიმართ შეტევები როგორც "ქართული ოცნებიდან" ასევე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" იმას მოწმობს, რომ ამ ორ პარტიას ახალი პოლიტიკური მოძრაობების ჩამოყალიბება აშინებთ:

"ეს მიანიშნებს იმ ძალიან ძლიერ შიშზე, რომელიც ამ ორ დაკვიდრებულ პოლიტიკურ ძალას აქვს ახალი ძალების მიმართ. ეს ორი ძალა ასულდგმულებს ერთმანეთს და პოლიტიკურ სპექტრში ახალი ძალების გამოჩენის ეშინიათ" - ამბობს დოლიძე.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე აცხადებს, რომ თანამოაზრეებს კრებს, რომლებთან ერთადაც „ორგანიზებული ძალის" შექმნას აპირებს და ერთ-ერთ ასეთ ადამიანად „ქართული ოცნების" ყოფილ პარლამენტარს, ამჟამად დამოუკიდებელ დეპუტატს, ლევან კობერიძეს ასახელებს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×