(რეზონანსი) ტრაგედია დატრიალდა ხაშურის მუნიციპალიტეტში. დღეს გამთენიისას სამშობიარო სახლში 40 წლის ინგა კაკიაშვილი გარდაიცვალა.
სურამში მცხოვრები ინგა კაკიაშვილი მეხუთე შვილს აჩენდა, რაც მისთვის საბედისწერო აღმოჩდნა. გარდაცვლილის დედის, ლია კაკიაშვილის თქმით, მისი შვილი კლინიკაში გუშინ დილით შეიყვანეს, თუმცა, საკეისრო კვეთა დაგვიანებით ჩაუტარდა.
ოჯახი ქალის გარდაცვალებაში ექიმებს ადანაშაულებს და მათი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვენ.
ხაშურის საავადმყოფოში ამბობენ, რომ იკვეთება ექიმის შესაძლო გადაცდომა და მას დროებით, საქმიანობა შეეზღუდა. აღმიშნულ ფაქტზე მოკვლევა დაიწყო ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტომ.
ინგა კაკოაშვილს მეუღლე და ოთხი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.