რეზონანსი
15.10.2019

 (რეზონანსი) საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჯერ ერთი წელიც არ არის, რაც ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალია, მაგრამ უკვე არაერთ სკანდალში გაეხვა.

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებში მდედრი თევზის, ანუ სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება იწინასწარმეტყველა, ამბობს, რომ პრეზიდენტი შესაძლოა ციხეშიც კი ვიხილოთ, თუ ის შეცდომების დაშვებას გააგრძელებს.

მისივე თქმით, ვარსკვლავები პრეზიდენტს უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში კარგს არაფერს უმზადებენ.

„ვერ გეტყვით, რომ კატასტროფა ელოდება, მაგრამ მისი ავტორიტეტი საკმაოდ შეირყევა. არ ვიცი, მან ამის შესახებ იცოდა თუ არა. თუ კითხულობდა ჩემს პუბლიკაციებს, უნდა სცოდნოდა, მაგრამ ასტროლოგია მას ნაკლებად აინტერესებს. როდესაც წლების წინ ვესაუბრე, ვიგრძენი, რომ საგვარეულო წყევლა აქვს. ამიტომ ვუთხარი, რომ აუცილებლად გამოლოცვა უნდა ჩაიტაროს, რაც მას არ გაუკეთებია.

ვუთხარი, რომ საგვარეულო წყევლის გამო, სამშობლოში მუდმივად პრობლემები ექნებოდა. ვხედავთ, რომ ასეცაა, საზოგადოების აზრი ორადაა გაყოფილი მისი პერსონის მიმართ, რაც კარგად გამოჩნდა არჩევნების დროს. მეორეც - ის თევზების ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანია და შესაბამისად, მე ის გავაფრთხილე, რომ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებს ურთულესი ცხრათვიანი პერიოდი აქვთ. ეს პერიოდი დაახლოებით მაშინ დაიწყო, როდესაც ის საქმიანობას შეუდგა და დამთავრდება 2020 წლის თებერვალში.

შავი მთვარე გადის თევზების ზოდიაქოში და შეცდომების დაშვების ალბათობა ძალიან დიდია. მე ის გავაფრთხილე, რომ ზედმეტი ინტერვიუებისგან და განცხადებებისგან თავი შეეკავებინა, ვაფრთხილებდი გაზეთებიდან და ჟურნალებიდან, მაგრამ ამ რჩევებს, როგორც ჩანს, არ კითხულობს. ჩვეულებრივად ცხოვრობს და მოქმედებს და მის ასეთ აქტიურობას კი მოჰყა შეცდომები", - აცხადებს ასტროლოგი „2020NEWS"-თან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×