რეზონანსი
14.10.2019

 (რეზონანსი) 35 წლის დავით მუმლაძის (ზურა დადეშელი) მკვლელობის საქმეზე ბრალდებული გიორგი გეთაშვილის ოჯახი საქმის ახალ დეტალებზე ალაპარაკდა. გეთაშვილის მეუღლე ლელა გეთაშვილი ირწმუნება, რომ საქმეში შსს გავლენიანი თანამშრომელი მონაწილეობს, რომელმაც გამოძიების ობიექტურ ჩატარებას ხელი შეუშალა.

"გიორგიმ რამდენიმე დღის შემდეგ, რომ ვერ მოძებნა კონკრეტული პიროვნება, თუ ვისთვის შეიძლებოდა დახმარება ეთხოვა, შეხვდა თავის მეგობარს, საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს, სახელსა და გვარს ვერ დავასახელებ ამ ეტაპზე. გიორგიმ მას დახმარება და რჩევა ჰკითხა, თუ როგორ მოქცეულიყო. მან მიიღო პასუხი, რომ გაჩერებულიყო და ის მოაგვარებდა ყველაფერს. საბოლოო ჯამში, დავდექით ფაქტის წინაშე, რომ გიორგი როცა დააკავეს თბილისში და გადაიყვანეს რუსთავში იქ დახვდა ეს პიროვნება, რუსთავის მთავარ სამმართველოში. გიორგის დაემუქრნენ, რომ თუ ხმას ამოიღებდა მასაც მოკლავდნენ," - აღნიშნა ლელა გეთაშვილმა "კურიერთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×