(რეზონანსი) მამა ანდრია ჯაღმაიძე უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით საუბრობს და ამბობს, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება რომელიმე მხარის უკმაყოფილებას აუცილებლად გამოიწვევს.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ორი ეკლესიის დაპირისპირება არის და ყველა ცდილობს, რომ თავის მხარეს ვიღაც გადაიბიროს. ან ერთისთვის, ან მეორესთვის, რა თქმა უნდა, ნებისმიერი გადაწყვეტილება უსიამოვნო იქნება", - აცხადებს ანდრია ჯაღმაიძე.
ჟურნალისტის კითხვაზე, გამოიწვევს თუ არა ეს რუსეთის მხრიდან უსაიმოვნო რეაგირებას, ჯაღმაიძე პასუხობს, რომ ეს სრულიად შესაძლებელია.
შეგახსენებთ, რომ 12 ოქტომბერს საბერძნეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდის საგანგებო სხდომაზე უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების გადაწყვეტილება მიიღეს.
2018 წლის დეკემბერში, კონსტანტინოპოლის ეკლესიის მიერ უკრაინისთვის ავტოკეფალიის ტომოსის მინიჭების შემდეგ, საბერძნეთის მართლმადიდებლური ეკლესია არის პირველი, რომელმაც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა.