რეზონანსი
14.10.2019

 (რეზონანსი) "ოლიგარქის ხელის ბიჭი" - ასე გამოეხმაურა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ევროპული საქართველოს" ლიდერის, გიგა ბოკერიას კრიტიკას. „მთავარი არხის" ეთერში ბოკერია საუბრობდა იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის" ზოგიერთი განცხადება მთელ ოპოზიციურ სპექტრს აზიანებს და ამომრჩეველში ნიჰილიზმს იწვევს.

"თუ ადამიანი გამოიყურება, როგორც ივანიშვილის ნაყიდი; საუბრობს, როგორც ივანიშვილისგან ფულის ამღები; მებრძვის მე ფორმულით - "ყველას მინუს მიშა", ის არის ოლიგარქის ხელის ბიჭი და ივანიშვილის ნაყიდი. საქართველოში აუცილებლად გათენდება!" - წერს სააკაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×