რეზონანსი
12.10.2019

 (რეზონანსი) გავრცელებული ცნობებით, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა, სამი დაკარგულად ითვლება და 70-ზე მეტი დაშავდა ტოკიოში, ტაიფუნ "ჰაგიბისის" მოახლოების გამო. ტაიფუნმა ბოლო 60 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი წვიმა გამოიწვია. "როიტერსის" თანახმად, სახიფათო რეგიონებიდან შესაძლოა ექვს მილიონამდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდეს.

ქვეყანაში 800 ათასზე მეტი საცხოვრებელი სახლს არ მიეწოდება ელექტროენერგია. დახურულია მაღაზიები და ფაბრიკები,შეწყვეტილია მოძრაობა, გაჩერებულია მეტრო, გაუქმებულია ავიარეისები. იაპონიის ორ მთავარ აეროპორტში სრულად შეწყვეტილია მუშაობა.

წყარო: რადიო თავისუფლება

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×