რეზონანსი
12.10.2019

 (რეზონანსი) შეწყალების საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის მისამართით ჟურნალისტებმა კითხვების დასმა და მისგან პასუხების მიღება კიდევ ერთხელ უშედეგოდ სცადეს.

გურჯაანში, ღვინის ფესტივალზე მყოფმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტების მიერ დასმულ არცერთ კითხვას არ უპასუხა და მედიის წარმომადგენლებს ურჩია, ღვინის ფესტივალით ისიამოვნონ.

"სხვა კითხვებზე დღეს არ ვპასუხობ, დღეს ვპასუხობ იმაზე რაც არის, შესანიშნავი დღესასწაულია და გთავაზობთ თქვენც ისიამოვნოთ," - უთხრა ჟურნალისტებს სალომე ზურაბიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×