რეზონანსი
12.10.2019

 (რეზონანსი) ნიუ-იორკში, ბრუკლინში, უტიკას გამზირე სროლის შედეგად 4 ადამიანი მოკლეს და 3 მძიმედ დაჭრეს,- ინფორმაციას NYDAILYNEWS-ი ავრცელებს.

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სროლა მოხდა დილის შვიდ საათზე ერთ-ერთ კლუბში. სამართალდამცავების თქმით, მკვლელობის მოტივი ამ დრომდე უცნობია. ჯერჯერობით მკვლელის იდენტიფიცირება არ მომხდარა.

პოლიციის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 4 ადამიანი სროლის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა- 3 მათგანს ტყვია თავში ჰქონდა მოხვედრილი, ხოლო 2 მამაკაცი და ერთი ქალი მძიმე ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×