რეზონანსი
12.10.2019

 (რეზონანსი) ხაშურში ყოფილი ცოლის მკვლელობაში ეჭვმიტანილ პირს მეზობლები დადებითად ახასიათებენ. ირაკლი დეკანოიძის მეზობლები ამბობენ, რომ დაკავებული უკონფლიქტო პიროვნება იყო.

"წყნარი მშვიდი ოჯახი იყო, არც კონფლიქტი არასდროს არ ყოფილა,ოჯახიდან ხმამაღალი ხმა არ გამოსულა. ბოლოს გავიგეთ, რომ ბავშვების დედა იყო იტალიაში წასული და შვილებს ზრდიდა მამა, თანაც საუკეთესოდ,"- უყვება "კურიერს"ირაკლი დეკანოიძის მეზობელი.

ჟურნალისტის კითხვაზე, ძალადობდა თუ რა მამა ბავშვებზე, მეზობლები დაკავებულ მამაკაცზე ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

ირაკლი დეკანოიძემ ყოფილი ცოლი ნათია გოგალაძე გუშინ მოკლა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ყოფილ ცოლზე ხშირად ძალადობდა და მკვლელობის მცდელობა ადრეც ჰქონია. ახალგზარდა ქალს ორი არასრულწლოვანი შვილი დარჩა. ასევე ვრცელდება ცნობა, რომ კაცი შვილზებეც ძალადობა და ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტის მიზეზი ესეც გახდა.

ნათია გოგალაძე ყოფილ ქმარს გუშინ, მკვლელობამდე ოფიციალურად უნდა გაშორებოდა. ირაკლი დეკანოიძე, რომელიც პოლიციამ ყოფილი ცოლის მკვლელობისთვის დააკავა ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 11-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×