რეზონანსი
12.10.2019

 (რეზონანსი) საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ციხეში ზის პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელი მშვიდობიან, უიარაღო აქციაში მონაწილეობისათვის და ეს გახლავთ ირაკლი ოქრუაშვილი, - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

ნთელაშვილმა პარტიის წარმომადგენლებთან ერთად, დღეს ე.წ. მატროსოვის ციხესთან აქცია-ბრიფინგი გამართა და პარტია „გამარჯვებული საქართველოს" ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის, ასევე სხვა დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვა.

„მოგეხსენებათ, დიქტატურის უკანასკნელი საფეხური ეს გახლავთ მასობრივი პოლიტიკური რეპრესიები. საქართველოს ციხეები სავსეა პოლიტიკური პატიმრებით. უფრო მეტიც, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა დედამიწის ზურგზე, სადაც ციხეში ზის პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელი მშვიდობიან, უიარაღო აქციაში მონაწილეობისათვის და ეს გახლავთ ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც ალბათ, გვისმენს ფანჯრიდან. მინდა, მოვუწოდო ბიძინა ივანიშვილს, ძალიან ცოტა დრო დაგრჩენია, ხალხის ძალიან დიდი რისხვა გელოდება, ესენი ყველა გაათავისუფლე იმისთვის, რომ ერთი-ორი წელი მოგაკლდეს სასამართლო განაჩენში", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

გამოძიება ირაკლი ოქრუაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც მასობრივი ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მონაწილეობას გულისხმობს. საუბარია 20-21 ივნისის მოვლენებზე. „გამარჯვებული საქართველოს" ლიდერს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 27 ივლისს შეუფარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×