რეზონანსი
12.10.2019

 (რეზონანსი) ეკონომიკის მინისტრი საერთაშორისო სააგენტოს მიერ საქართველოს რეიტინგის გაუმჯობესებას ხელისუფლების მიერ გატარებული წარმატებული რეფორმების აღიარებად აფასებს.

ნათია თურნავას განცხადებით, მაჩვენებლის გაუმჯობესება ასევე მიუთითებს იმაზე, რომ რეგიონში საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად და ყველაზე სწრაფად ვითარდება.

მინისტრის განმარტებით, „ასეთი მკაფიო გაუმჯობესება არავის აქვს". რა მოაქვს ამ რეიტინგს ჩვენთვის, თურნავას თქმით, საქართველოს დაწინაურება ინვესტორების მხრიდან ნდობის გაზრდის აღიარებას ნიშნავს.

„როგორც ადგილობრივი ინვესტორები, ასევე საერთაშორისო ინვესტორები დადებითად არიან განწყობილნი და ამ რეიტინგის გათვალისწინებით, საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციებს კიდევ უფრო თამამად ჩადებენ", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×