რეზონანსი
12.10.2019

 (რეზონანსი) ხაშურში ყოფილი ქმრის მიერ სასტიკად მოკლული ახალგაზრდა გოგოს და ირმა გოგალაძე ამბობს, რომ მისი დის მკვლელობის მცდელობა გარდაცვლილის მეუღლეს წარსულშიც არაერთხელ ჰქონდა.

"მამას შვილებთან არ ჰქონდა კარგი ურთიერთობა, ბავშვებს აღარ უნდოდათ მისი დანახვა. რაც დედამისი ჩამოვიდა ევროპიდან და ბავშვები წამოვიყვანეთ, აღარ უნდოდათ მამამისთან მიბრუნება. მაგან გააღიზიანა ალბათ, განსაკუთრებით მარიამს ექცეოდა ცუდად, შენც დედაშენის ნაირი გაიზრდებიო და მიშომ რამდენიმეჯერ შეუსწრო, რომ ცემდა დედამისს მამამისი. თავისთავად ბავშვებმა დედისკენ გამოიწიეს მერე მივხვდით, რომ ბავშვებსაც აძულებდა დედას. უნდოდა, რომ თვითონ წაეყვანა.

არც ძალადობაზე იხევდა უკან. ზოგადად ეჭვიანი იყო, ღამე ავუყენებივარ და მტკვარზე ჩავუყვანივარ, იარაღი ჰქონდა წამოღებული და ასე მითხრა შენ თუ ჭკვიანად არ იქნები და თუ ასე არ მოიქცევი ეს წყალი აატივტივებს შენ გვამსო. ერთხელ ნასვამი იყო ირაკლი, შელაპარაკებულან და ტოლჩა ჩაარტყა თავში და ნაკერებიც ჰქონდა, მაშინ პოლიციამ წაიყვანა ირაკლი და ხელწერილიც ჰქონდა მგონი. მას შემდეგ დაინგრა მაგათი ოჯახი. ნათიას მანქანის ყიდვა მოსთხოვა. უარი, რომ მიიღო ბავშვებთან კონტაქტი შეუწყვიტა,"- ამბობს მოკლულის და „კურიერთან".

ხაშურში ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი პოლიციამ ცხელ კვალზე გვიან საღამოს დააკავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×