რეზონანსი
12.10.2019

 (რეზონანსი) სასტიკი მკვლელობა ხაშურში - ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის მეზობელი დანაშაულის მოტივზე საუბრობს

"იძულებული გახდა, რომ ეს ამბავი დამართნოდა. ამ ქალს ბავშვები უნდა წაეყვანა და არ აჩვენებდა ყოფილ ქმარს. მამა უფრო მეტად გოგოზე ჯავრობდა, ამბობდა, მარიამი მენანება რა ვიცი რა ცხოვრება ელისო," - ამბობს ბრალდებულის მეზობელი.

ხაშურში გუშინ ყოფილმა ქმარმა ახალგაზრდა გოგოს მძიმე დაზიანებები მიაყენა. 30 წლის ნათია გოგოლაძე საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა. მკვლელობაში ბრალდებული ირაკლი დეკანოიძე, პოლიციამ ის უკვე დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, წარსულში ნასამართლევმა მამაკაცმა ყოფილ მეუღლეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის კონდახით თავის არეში სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ჩადენილი დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნიუპოსტი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×