რეზონანსი
12.10.2019

 იაპონიაში ტაიფუნ „ჰაგიბისის“ შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. „როიტერის“ ცნობით, ტოკიოს აღმოსავლეთ ნაწილში 40 წლის მამაკაცი ავტომობილში იმყოფებოდა, როდესაც ძლიერი ქარის გამო ავტომობილი ამოტრიალდა. მიყენებული დაზიანებები კი, ფატალური აღმოჩნდა.

გარდა ამისა, კიდევ ოთხი ადამიანი დაშავდა ამავე, ტიბის პრეფექტურაში.  ამის მიზეზი ძლიერი ქარის დროს სახლებისთვის სახურავების ახდა იყო, რომლებიც ადგილობრივებს დაეცათ.

ვარაუდობენ, რომ ტაიფუნი „ჰაგიბისი“ იაპონიას მთელი ძალით 12 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევარში დაატყდება თავს.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, ეს ქვეყანაში 60 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური ტაიფუნი იქნება, რომელიც ძლიერ წვიმასა და ქარს გამოიწვევს. არსებობს წყალდიდობისა და მეწყერის მაღალი რისკი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×