რეზონანსი
12.10.2019

 ძალადობაში ბრალდებულმა დეპუტატი ილია ჯიშკარიანი მის წინააღმდეგ ბრალდებებს "შავ პიარს" უკავშირებს. მისი თქმით, საქმეში დაზარალებულის სტატუსის მქონე თამთა თოდაძე ცრუობს და შეურაცხყოფა თოდაძემ ჯიშკარიანს მიაყენა და არა პირიქით. 

"ყველაფერი მან დალეწა და აი იმ თავის დალეწილში აიხლართა. მე პატრული, რომ გამომეძახებინა რა დეპუტატი ვიქნები?! კარგი ერთი პრინტერი გადმოაგდო და შეურაცხყოფა მომაყენა, მე ხომ არ ვიცოდი აქეთ მიჩივლებდა და ძალადობას დამაბრალებდა. მეორე დღეს მე ველოდებოდი ბოდიშით მოვიდოდა."რატომ ვწევარ ლოგინში? განაჩენი გამომიტანეს ფემინისტებმა, რადიკალებმა და ლიბერალებმა", - განაცხადა ილია ჯიშკარიანმა. 

ძალადობაში ბრალდებული „ქართული ოცნების“ დეპუტატისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სასამართლო სხდომა „ნიუ ჰოსპიტალში“ გაიმართა და დეპუტატს 10 000 ლარიანი გირაო შეეფარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×