საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის პრესსამსახურის უფროსის ხელფასი 6 000 ლარი იქნება. აღინიშნულის შესახებ, საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე (hr.gov.ge) გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.
განცხადებაში (ვაკანსიის N 57569) აღნიშნულია, რომ თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის შესარჩევად, ღია ტიპის კონკურსია გამოცხადებული. სამუშაოს ტიპი სრული განაკვეთია, ხოლო გამოსაცდელი ვადა მთელი 12 თვე.(!!!)
განცხადებიდანვე ირკვევა - იმისათვის, რომ 6 000 ლარიანი პოზიცია დაიკავო, საკმარისია ნებისმიერ პოზიციაზე 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება და ბაკალავრის ხარისხი.
კონკურსი მიმდინარეა, ამ დროისთვის, მხოლოდ განაცხადების მიღების ვადაა ამოწურული, თანამდებობის დაკავების სურვილი კი, 23-მა კანდიდატმა გამოთქვა.
საინტერესოა ისიც, რომ კონკურსი, მხოლოდ ორ საფეხურს მოიცავს - საბუთების გადარჩევას და გასაუბრებას, რაც ძალიან მყარ ნიადაგს ქმნის ნეპოტიზმისთვის.
სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის პოზიციის დასაკავებელ კონკურსთან ერთად, თავდაცვის სამინისტროში, ამ დროისთვის მიმდინარეობს, ამავე დეპარტამენტის უფროსის მოადგილის პოზიციის დასაკავებელი კონკურსიც.
ალია