რეზონანსი
11.10.2019

 

მე­უღ­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცის ფოტო, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად მი­მალ­ვა­შია. იგი 30 წლის ირაკ­ლი დე­კა­ნო­ი­ძეა. მას პო­ლი­ცია ამ დრომ­დე ეძებს.

შემ­თხვე­ვა ხა­შურ­ში დღეს მოხ­და. ყო­ფი­ლი ქმრის მიერ დაჭ­რი­ლი ქალი ხა­შუ­რის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა. გარ­დაც­ვლი­ლი ქალი ნა­თია გო­გა­ლა­ძეა, რო­მე­ლიც ასე­ვე 30 წლამ­დე ასა­კი­საა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, მა­მა­კაც­მა თავ­და­პირ­ვე­ლად ყო­ფი­ლი ცო­ლის სა­მუ­შაო ად­გი­ლას ხელ­ყუმ­ბა­რა შე­აგ­დო, რის გა­მოც მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ი­დან ხალ­ხის ევა­კუ­ა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და. შემ­დეგ კი ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­იჭ­რა და და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ბლაგ­ვი საგ­ნით. ყო­ფილ ცოლ-ქმარს ორი შვი­ლი ჰყავთ. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ შო­რის კონ­ფლიქ­ტი შვი­ლე­ბის გამო მოხ­და.

დე­კა­ნო­ი­ძის ოჯა­ხი წლე­ბის წინ ახალ­ცი­ხის რა­ი­ონ­ში, სო­ფელ აგა­რა­ში ცხოვ­რობ­და. 16 წლის წინ მა­მა­მის­მა თა­ნა­სოფ­ლე­ლი მოკ­ლა, რის შემ­დე­გაც დე­კა­ნო­ი­ძე­ე­ბის ოჯა­ხი აგა­რი­დან წა­მო­ვი­და და ხა­შურ­ში და­სახ­ლდა. ირაკ­ლი დე­კა­ნო­ი­ძის მა­მამ მკვლე­ლო­ბის­თვის სას­ჯე­ლი 14 წელი მო­ი­ხა­და და ისიც ხა­შურ­ში ჩა­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად.

ვინ არის ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი - "წლე­ბის წინ მა­მა­მის­მა თა­ნა­სოფ­ლე­ლი მოკ­ლა..."

მომ­ხდარ­ზე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე 19-108-ე მუხ­ლით არის აღ­ძრუ­ლი, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს. ბრა­ლის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მა­მა­კაცს 7-დან-15 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა.

წყარო: AMBEBI.GE

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×