კალიფორნიაში, ტყის ხანძრის შედეგად, 100 ათასი ადამიანის ევაკუაცია გახდა აუცილებელი. ამის შესახებ ლოს-ანჯელესის პოლიცია იუწყება.
მათი ინფორმაციით, ხანძარმა შტატში უკვე გაანადგურა ორი ათას ჰექტრამდე ტერიტორია. სულ მცირე, 25 ათასი სახლიდან ევაკუაცია განხორციელდა.
პოლიციის ინფორმაციით, ევაკუირებული ადამიანებისა და მათი შინაური ცხოველებისთვის ოთხი სპეციალური საევაკუაციო ცენტრი შეიქმნა.
ცნობისთვის, გასული წლის ნოემბერში კალიფორნიაში ტყის ძლიერი ხანძრის შედეგად, 85 ადამიანი დაიღუპა, 14 ათასამდე საცხოვრებელი სახლი, 528 კომერციული შენობა და 4 ათასამდე სხვა სახის ნაგებობა განადგურდა. მაშინ ხანძრის მიზეზი ერთ-ერთი კომპანიის ელექტროგადამცემ ხაზებზე გაჩენილი ხანძარი გახდა, რის გამოც, აღნშნულმა კომპანიამ კომპენსაციის სახით 1 მილიარდი დოლარი უნდა გადაიხადოს.
წყარო: ინტერპრესნიუსი